ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო იმერეთის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ინტენსიური თოვისა და ყინვის  გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტსატრანსპორტო საშუალებებისთვის კი   მოძრაობა თავისუფალია.

შეფერხებებია ასევე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ე.წ. ნაქერალას უღელტეხილზე.

თოვლისა და მოყინული გზის გამო, ამ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

სხვა  ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ამავე გზაზე მოძრაობა თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილებისთვის.






Print