ახალი ამბები
საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ბრძანებაში ცვლილება შევიდა
FaceBook
"საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებაში ცვლილები შევიდა.

დოკუმენტში ცვლილება მიმდინარე წლის 8 დეკემბერს განხორციელდა.

ბრძანებაში განისაზღვრა თანამდებობრივი სარგო იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული აქვთ 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება.

შესაბამისად, 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელი ნაცვლად 459,73 ლარისა ყოველთვიურად 524,48 ლარს მიიღებენ.

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგები 475,70 ლარის მაგივრად 542,70 ლარს, ხოლო 10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლები 481,03 ლარის ნაცვლად – 548,78 ლარს.



Print