ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა–ბაღებში ზამთრის არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook

ააიპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ფილიალებში ზამთრის არდადეგები 2016 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყება.


საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესი მომავალი წლის 23 იანვირს განახლდება.

ააიპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას" 37 ფილიალი აქვს.

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგები 2017 წლის პირველ იანვარს დაიწყება და მხლოდ ერთი კვირა გასტანს.
სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 9 იანვრიდან განახლდება, ხოლო 23 იანვრიდან, ორი კვირის განმავლობაში ფინალური გამოცდები ჩატარდება.

წერეთლის უნივერსიტეტში მეორე სემესტრის სასწავლო პერიოდი 2017 წლის 27 თებერვალს დაიწყება.

 

Print