ახალი ამბები
"ქუთაისის მერს აქვს პირადი ინტერესი პარკირების საქმეში" - ბრალდებები ჩაშლილ აუქციონზე
FaceBook
ქუთაისში პარკირების აუქციონის მეორედ ჩაიშალის გამო, "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას ადანაშაულებს. ქოგაძის განცხადებით პარკირების საკითხში მურღულიას და მისი გუნდის წევრების ინტერესი იკვეთება ე.წ. შავ ფულთან დაკავშირებით, რაც პარკირების მოსაკრებელს უკავშირდება.

"სად მიდის ეს პარკირებიდან აკრეფილი უკონტროლო ფული დღეს, თუ არა მერის და მისი გარემოცვის ჯიბეში. ჩვენ მივმართავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც შეეცდებიან ამ ჩაშლილი ტენდერის გამართლებას და ზოგიც უკვე ცდილობს, რაღაც სამსახურის შექმნით, თავი შეიკავეთ შოთა მურღულიას დაცვისაგან. ქუთაისის მერს შოთა მურღულიას აქვს პირადი ინტერესი პარკირების საქმეში. ამის დასტურია ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და ამ საქმის გაჯანჯლება მისი მმართველობის პერიოდში. დემოკრატიულ ქვეყნებში ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და უკონტროლო შავი ფულის მასა, გახდებოდა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყისი. სამწუხაროა, მაგრამ ქუთაისის მერი მატყუარა, უუნარო და კორუფციის მფარველია," - აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე აქციონი მეორედ მიმდინარე წლის 3 აპრილს გამოაცხადა. აქციონი დღეს დასრულდა, თუმცა არავინ დაინტერესებულა.
Print