ახალი ამბები
ბაღდათში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაიტბორა
FaceBook

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმსა და ვარციხეში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.


გადაუღებელი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

სტიქიამ, ასევე, რამდენიმე სოფლის საუბნო გზა დააზიანა და გადარეცხა.

ღამის განმავლობაში შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაობს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ახორციელებდნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმისაგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დაიწყება.

 


 

Print