ახალი ამბები
ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება შეზღუდულია (ვიდეო)
FaceBook
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება რიკოთის გვირაბის მიმართულებით შუზღუდილია.

გზის სხვადასხვა მონაკვეთზე 200 –ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული.

მძღოლების განცხადებით, საპატრულო პოლიციამ 2016 წლის 9 დეკემბერს, 14 საათიდან გადაადგილების უფლება შეუზღუდათ, რის გამოც  მთელი ღამე გზაში გაატარეს.

მათი თქმით, გადაადგილების უფლების შეზღუდვა გაუგებარია, რადგან სამართალმდამცავები განმარტებას არ აკეთებენ.

"ნორვეგიიდან მოვდივარ. მთები გადმოვიარე, არანაირი პრობლემა არ შემხდვედრია და საქართველოში გაუგებარია რატომ გაგვაჩერეს," – ამბობს ერთ–ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.



არსებული ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამ დროისთვის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით მოძრაობა დასაშვებია.
Print