ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში მოსწავლეთა იდეების მარათონი ჩატარდება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab- ში" უფასო სასკოლო ჰაკათონი “JUNIOR ATSUHACK“ იწყება.


"ჯუნიორ ჰაკათონში" მონაწილეობის მიღება საქართველოს მაშტაბით არსებული სკოლების მე - 6 მე - 12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

მარათონში მონაწილეები ერთამენთს ახალ იდეების და ტექნოლოგიების შექმნაში შეეჯიბრებიან.

წერეთლის უნივერსიტეტის "მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში" აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებში, პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო უნარების განვითარება არის.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მარათონი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის 21 დეკემრამდე ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე http://junior.atsuhack.com უნდა გაიარონ.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ ტესტს გაივლიან, ოფიციალურ გვერდზე http://junior.atsuhack.com, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით იქნება შედგენილი. მონაწილეებს კომპიუტერული უნარების ფლობა და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით, მე-5 და მე-6-ე კლასის მასალის ცოდნა მოეთხოვებათ.

მას შემდეგ რაც ტესტში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასკვნითი ეტაპი გაიამრთება.

"მონაწილლები გაეცნობიან ერთამენეთს, ასევე წარმოადგენენ საკუთარ იდეებს. შემდეგ ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები , რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მენტორთან ერთად იმუშავებენ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "FABLAB"- ის ხელმძღავნელმა გიორგი ჩაჩუამ.

მარათონში გამარჯვებულები 2017 წლის 29 იანვარს გამოვლინდება. ორგანიზატორების თქმით, მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

I II და III ადგილის მფლობელებს - Windows Pad, ტაბლეტები და სმართფონებით დასაჩუქრდებიან.

ასევე საკუთარ რჩეულს გამოავლენს კომპანია Microsoft - ი და ყველაზე კრეატიული პროექტი - პროგრამირებადი დაფებით დასაჩუქრდება.

წერეთლის უნივერსიტეტის რჩეული მოსწავლეს კი ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნება.

სასკოლო ჰაკათონი “JUNIOR ATSUHACK“ - ში მონაწილეთა რაოდენობა შაზღუდული არ არის.

 

Print