ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე –ზარალის დათვლის შემდეგ განვიხილავთ დახმარების საკითხს
FaceBook
ჯერ–ჯერობით უცნობია დაეხმარება, თუ არა ფინანსურად ქუთაისის მერია "თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს", რომლის ოფისშიც მიმდინარე წლის 9 დეკემბერს  ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფინანსური დახმარების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა გახდება ცნობილი.

"ზარალის დათვლის  შემდეგ განვიხილავთ დახმარების საკითხს",–აცხადებენ მერიაში.

ქუთაისში, საღარაძის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც "თეატრალური საზოგადოების" ოფისია განთავსებული,  ხანძარი 11:30 საათისთვის გაუჩნდა, ცოტა ხსნის შემდეგ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო.

ხანძრის შედეგად სრულადაა დამწვარი "თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის"  ოფისი, ხოლო მიმდებარე შენობა, სადაც სადღესასწაულო კომპანია იყო განთავსებული,  მნიშვნელოვნად დაზიანდა.

როგორც "თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის" ხელმძღვანელი,  ლევან როხვაძე ამბობს, შემთხვევის დროს შენობაში იმყოფებოდა. 





Print