ახალი ამბები
"ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტება ქუთაისის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე
FaceBook
"ენერგო-პრო ჯორჯია" ქუთაისის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესაძლო გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვების ტერიტორიაზე სადენების დაზიანებას, ძაბვის ვარდნას, ავარიას ან მაღალ ძაბვას ადგილი არ ქონია.

"ჩვენთან, პირიქით, შეტყობინება შემოვიდა სახანძრო სამსახურიდან, რომ გაგვეთიშა ელექტროენერგია ხანძრის გამო," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის შენობაში ხანძარი 11:30 საათისთვის გაჩნდა. ცოტა ხსნის შემდეგ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ლევან როხვაძემ, რომელიც შემთხვევის დროს შენობაში იმყოფებოდა, ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზად ელექტროსადენები დაასახელა.

ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით - ორ წლამდე

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში.

ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან ნახეთ აქ.
Print