ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე - TI-ის შენიშვნა არაკომპეტენტური, ან ხელოვნურია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

საუბარია, ორგანიზაციის მიერ 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ არ განუხილავს.

ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი არ იზიარებს არასამთავორობო ორგანიზაციის კრტიკას და განმარტავს, რომ საკრებულოს არასოდეს ქონია ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვის პრობლემა.

"საკრებულოს სხდომას ყოველთვის ესწრებიან დაინტერესებული პირები, საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ხდება მედიასაშუალებით და მეტიც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი საკრებულოა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სხდომების საპილოტე მაუწყებლობა სოციალურ ქსელშიც და მაღალი ალბათობით, საბიუჯეტო სხდომაც იმავე ფორმატში ჩატარდება. ასე რომ აღნიშნული შენიშვნა არაკომპეტენტური, ან უარეს შემთხვევაში ხელოვნურია," ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით დვალი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მიანიშნებს: "მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ", - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print