ახალი ამბები
ხანძრის გაჩენის პირველი წუთები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე თეატრალურ მოღვაწეთა კაშირის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხსნის წინ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო.


ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში: 





სამსაშველო სამსახურის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან შენობა ხის არის.


როგორც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ქუთაისიპოტთან საუბარში ამბობს, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე იმყოფებოდა, რის გამოც სხეულზე მცირე დაზიანებები მიიღო.

"მეორე სართულზე ვიყავი, ვმუშაობდი. აფეთქების ხმა გავიგონე და ამის შემდგ დავინახე ცეცხლი. ჩემი ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. შენობიდან გამოსვლის დროს მსუბუქი დაზიანება მივიღე. თავზე მომედო ცეცხლი, ", - ამობს როხვაძე.

Print