ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში ხანძარი გაძლიერდა - ცეცხლი მეორე შენობასაც მოედო
FaceBook
ქუთაისი, პუშკინის ქუჩაზე თეატრალურ მოღვაწეთა კაშირის შენობაში გაჩენილი ხანძრი გვერდით შენობასაც გადაედო. 
სამსაშველო სამსახურის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან შენობა ხის არის. 

როგორც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ქუთაისიპოტთან საუბარში ამბობს, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე იმყოფებოდა, რის გამოც სხეულზე მცირე დაზიანებები მიიღო.

"მეორე სართულზე ვიყავი, ვმუშაობდი. აფეთქების ხმა გავიგონე და ამის შემდგ დავინახე ცეცხლი. ჩემი ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.  შენობიდან გამოსვლის დროს მსუბუქი დაზიანება მივიღე. თავზე მომედო ცეცხლი,  ", - ამობს როხვაძე.

ადგილზე მობილიზებული სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები.

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში



Print