ახალი ამბები
შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება საქართველოში სავალდებულო გახდება
FaceBook
საქართველოში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება და სანქციები ამოქმედდება. 
ეს იმ კანონპროექტით იქნება  გათვალისწინებული, რომელსაც  საქართველოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირაკლი არაბიძე  ქუთაისიპოტთან საუბარში განმარტავს, რომ  კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

"კანონპროექტის მიზანია განუსაზღვროს დამსაქმებელს და დასაქმებულს კონკრეტული წესები, რათა თავიდან ავიცილოთ ტრამვები და დაზიანებები. შრომის ინსპექცია იქნება ერთგვარი ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად ასრულებს დამსაქმებელი წესებს. ინსპექციას ექნება პრევენციული ზომები, შემოწმების მექანიზმები და ჯარიმები," - ამბობს არაბიძე.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ამ დროდე საწარმოებზე  მხოლოდ  რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებოდა.  
2015 წლიდან დღემდე, დეპარტამენტის 25 ინსპექტორის მიერ ქვეყანაში სულ 300 საწარმო შემოწმდა.

რამდენი დასაქმებული დაშავდა და დაიღუპა საქრთველოში საწარმოო ტრამვების შედეგად ბოლო წლებში და როგორ აფასებენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობას უფლებადამცველები - ნახეთ სტატია  ხვალ ქუთაისიპოსტზე.

Print