ახალი ამბები
ქუთაისის მერია ზამთრის სეზონთან დაკავშირებით 52 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენს
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით წელს დამატებით 52 ტონა მარილს შეიძენს.
ააიპ "სპეციალურ სერვისებს", რომელიც ქალაქში გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, გასული წლის მარაგიდან 17 ტონა ტექნიკური მარილი და 14 ტონა ქვიშა აქვს დარჩენილი. წელს,  ადგილობრივმა თვითმმართველობამ  უკვე შეიძინა დამატებით 70 ტონა ქვიშაც.

ზამთრის სეზონისთვის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014 წელს 270 000 ლარის ტექნიკა, ორი ერთული თოვლსაწმენდი მანქანა შეიძინა.

საერთო ჯამში, მერიის დაქვემდებარებაში ოთხი თოვლის საწმენდი და ინერტული მასალის ამომფრქვევია. ასევე, სამი მძიმე ტექნიკა, მათ შორის ერთი ე.წ. გრეიდერი.

ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდი, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების, მათ შორის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ქალაქში შექმნილი პრობლემების დროს გამოიყენება, 79 800 ლარს შეადგენს.

Print