ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო - რეგიონების წილი ეკონომიკაში მხოლოდ 28%-ია
FaceBook
საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ეკონომიკაში პროცენტული მაჩვენებელი რეგიონებში არსებული ბიზნეს ობიექტებიდან მხოლოდ 28% შეადგენს, დანარჩენი დედაქალაქზე მოდის. "სწორედ ამიტომ გვინდა ეკონომიკის განვითარების პროცესში მეტად ჩართული იყოს ბიზნესწარმოები, მცირე მეწარმეები რეგიონებიდან და წავახალისოთ" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა დღეს ქუთაისში ადგილობრივ მეწარმოეებთნ შეხვედრაზე. მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეგიონებში მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მცირე და მიკრო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს.
აღნიშნული პროექტი იმერეთის რეგიონისა და ქუთაისელ მეწარმეებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს.

თეკლე მორგოშია



Print