ახალი ამბები
ქუთაისში "ვეფხისტყაოსანი" 142 - მა ადამიანმა გადაწერა
FaceBook
ქუთაისში "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი ვერსია შეიქმნა. ხელით გადაწერილი პოემის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში გაიმართა. შოთა რუსთაველის პოემის ხელით გადაწერაში მონაწილეობა ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და დირექტორებმა მიიღეს. ინიციტივა, მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას ეკუთვნის და ის მათ მიერ გამოცხადებული კონკურსის "ჩემი ვეფხისტყაოსანის" ფარგლებში განხორციელდა.

კონკურსი პოეტის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"ვეფხისტყაოსნის" ხელით გადაწერაში 142–მა ხელმწერმა მიიღო მონაწილეობა და 1 662 სტროფი გადაწერეს", – ამბობს ქუთაისის მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მაყვალა ქობულაძე.

ხელნაწერი წიგნი "ვეფხისტყაოსანი" ქუთაისის მერიამ დააფინანსა და მისი გამოცემა 2 900 ლარი დაჯდა. ხელნაწერის ასლებისგან 180 ცალი წიგნი აიკინძა, რომელიც ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა.

Print