ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილი სველ გზაზე მოცურდა
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და უსაფრთხოების კუნძულზე ავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილის მძღოლს მანქანა ასფალტზე მოუცურდა, რის შემდეგაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

"თოვლი არ დევს, მაგრამ გზა სველია, ხილვადობაც ნაკლებია და ადვილად მოცურდა მანქანა, " - ჰყვებიან თვითმხილველები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 125-ე მუხლითაა აღძრული. რაც 250 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

Print