ახალი ამბები
ქუთაისის მერია სკვერების ერთწლიანი მოვლა-პატრონობისთვის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გაზონების მოვლა-პატრონობის ერთწლიან შესყიდვაზე, 611 658 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს  (SPA160030113) აცხადებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სახელმწიფო შესყიდვა, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა, სადაც წინანდადების მიღება, 22 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ერთი წლის ( 2017 წელი) განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული 50 ობიექტის (სკვერისა და გაზონის) მოვლა-პატრონობა.

ასევე, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დილის 9 საათისათვის სკვერების დალაგება და დღის განმავლობაში პერიოდულად სკვერების ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენებისგან. ხოლო, საგანგებო მდგომარეობის დროს  მუშა ჯგუფი 24 საათიან მობილიზებაში უნდა ჰყავდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია განახორციელოს.

ამ დროისთვის ქალაქში არსებული სკვერების და გაზონების მოწესრიგებაზე შპს "ქალაქსერვისია" პასუხისმგებელი. ეს ვალდებულება კომპანიამ 2015 წელს გამოცხადებული ტენდერის (SPA150033831) შედეგად მიიღო. ის ობიექტების მოვლა - პატრონობას 464 000 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.


Print