ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში 7 თვის წინ  შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დასკვნა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დადოს. 2006–2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერების შესწავლა დეპუტატებმა ერთ თვეში უნდა დაასრულონ.

ჯგუფს უფლებამოსილება საკრებულოს 29–ე რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ასევე შეიცვალა მისი შემადგენლობა. 6 კაცით დაკომპლექტებული ჯგუფი გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა ლატარიამ დატოვა.

სამუშაო ჯგუფის  კომისიის ხელმძღვანელის, გია ქობალიანის  თქმით, ათეულობით საქმეა შესასწავლი. 

"თითქმის ყველა საქმეში, რაც შევისწავლეთ, უკანონობა იკვეთება. ათეულობით ასეთი ფაქტია. ქუთაისში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი და თავისუფალი ადგილი, რომელიც ქალაქისთვის იქნებოდა სტრატეგიული. გასხვისება ხდებოდა სხვადასხვა ფორმით. იყო შემთხვევები, როცა ავტოსამრეცხაოების მშენებლობას ეწირებოდა ასწლოვანი ხეები",- აცხადებს ქობალიანი.

მისივე თქმით, დროებითი სამუშაო ჯგუფს კანონდარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება არ გააჩნია, რის გამოც მსგავსი ფაქტები შესასწავლად შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.


ამავე თემაზე:

გასხვისებული ქონების საქმეები "განაჩენის" მოლოდინში (ვიდეო)
Print