ახალი ამბები
ქუთაისში იაშვილის ქუჩის ნაწილს ჯუმბერ რუსაძის სახელი მიენიჭა
FaceBook
ქუთაისში, პაოლო იაშვილის ქუჩის მეორე შესახვევს ცნობილი ფეხბურთელის, ჯუმბერ რუსაძის სახელი მიენიჭა. ქუჩისთვის რუსაძის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება, საკრებულოს 29-ე რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული.

1949 წელს ის ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა. ამავე წელს საფეხბურთო გუნდმა პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1950–53 წლებში ჯუმბერ რუსაძე თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. საფეხბურთო გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მესამე და ორგზის მეორე ადგილი მოიპოვა.

ჯუმბერ რუსაძე "დინამოდან" ისევ "ტორპედოს" შემადგენლობაში დაბრუნდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მან სამწვრთნელო მოღვაწეობა გააგრძელა.

წლების განმავლობაში ჯუმბერ რუსაძე ქუთაისის "ტორპედოსა" და "იმერეთის" მწვრთნელი გახლდათ.

Print