ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სოციალური გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, სამსონ გუგავა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაზოგილი ხარჯებით "სოციალური გადარჩენისა და თანადგომის" ფონდის შექმნის ინიციტივით გამოდის. დეპუტატამა საკითხის განხილვა კოლეგებს დღეს გამართულ საკრებულოს 29–ე რიგგარეშე სხდომაზე შესთავაზა.

მისი თქმით, ქალაქმა სხვადასხვა სფეროში დაზოგილი თანხა სოციალური მიმართულებით უნდა გადანაწილდეს და იმ  კონკრეტულ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.

"ვფიქრობ, ეს იქნება რეალური დახმარება კონკრეტული ადამიანებისთვის. მერიის მიერ განხორცილებული  სოციალური პროექტები და ერთჯერადი დახმარება არ არის საკმარისი ადამიანებისთვის. იმედი მაქვს, ამაში კოლეგების მხარდაჭერა იქნება",  – განაცხადა სამსონ გუგავამ.

მისი თქმით, ჯერ–ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული თუ ვინ და რა პრინციპით უნდა მიიღოს ამ ფონდის საშუალებით დახმარება.

საკრებულოს სხდომაზე კოლეგებმა  დეპუტატის ინიციატივის განხილვისთვის  მზადყოფნა გამოთქვეს.

Print