ახალი ამბები
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში რიგით მე–7 ცვლილება განხორციელდა
FaceBook
მიმდინარე წლის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში რიგით მე–7 ცვლილება განხორციელდა.
საბიუჯეტო ცვლილების შესახებ ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის ვიცე–მერმა, კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბიუჯეტში თანხის დაზოგვა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ეკონომიების ხარჯზე მოხდა. ვიცე–მერის განმარტებით, დაზოგილი თანხა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე გადანაწილდა.

კერძოდ, საკალათბურთო კლუბ "ქუთაისს" 105 000 ლარი გადაეცა, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას 210 000 ლარი, კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს – 70 000 ლარი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს – 10 000 ლარი, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" – 279 000 ლარი, თოჯონების თეატრს – 5000 ლარი, საინფორმაციო უზრვნველყოფის პროგრამას – 10 000 ლარი.

2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტში სულ 32 000 ლარის ცვლილება შევიდა.

კონსტანტინე ქავთარაძის განმარტებით, მე–7 ცვლილების შედეგად ბიუჯეტი არ გაზრდილა და მისი მოცულობა ისევ 74 040 000 ლარს შეადგენს.

Print