ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სამუშაო ჯგუფი დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილემ, ნიკოლოზ ლატარიამ, საკრებულოში შექმნილი დროებით სამუშაო ჯგუფი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება, დღეს გამართულ  საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

"მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და გთხოვთ, მაქსიმალურად წინ წამოწიოთ კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობის თემა", - განაცხადა სხდომაზე ლატარიამ.  

დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2006-2015 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა შეისწავლოს, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებდა "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, ნატო ქათამაძე. ამ დროისთვის საკრებულოს უპარტიო დეპუტატი მიიჩნევს, რომ დროებითი კომისიის მუშაობა არაეფექტურია.

დროებითი სამუშაო ჯგუფი 7 კაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: გალაქტიონ ტოროშელიძე, ნიკა ლატარია, სამსონ გუგავა, გელა გაბადაძე, გია უკლება, ვიქტორ დოლიძე და გია ქობალიანი, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს.

Print