ახალი ამბები
ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა
FaceBook
ინტენსიური თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმე საათიან თოვას ყინვაც თან დაერთო. ამის მიუხედავად ნალექს გზებზე პრობლემა არ შეუქმნია. დილიდან შეუფერხებლად მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი. 

თოვს იმერეთის რეგიონებშიც. ძლიერმა ნალექმა და ყინვამ პრობლემები შემქნა ზესტაფონი–ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სინოპტიკოსები 6–8 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კიდევ უფრო ვარდნას და ქარბუქს პროგნოზირებენ   

Print