ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრის დირექტორად მერიის თანამშრომელი დაინიშნა
FaceBook
ააიპ ქუთაისის ტურისტულ– საინფორმაციო ცენტრის დირექტორად, მერიის თანამშრომელი ტატო ლილუაშვილი დაინიშნა.
როგორც თავად, ახლადანიშნული დირექტორი ქუთაისიპოტთან საუბარში ამბობს, ააიპ ორგანიზაციის ხელმძღვანელად ქალაქის მერმა გუშინ დანიშნა.

ტატო ლილუაშვილი ამ დრომდე  მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო ტურიზმის სფეროში.

ლილუაშვილის განმარტებით, ორგანიზაციას ამ დროისთვის 9 თანამშრომელი ჰყავს. რაც შეეხება, ახალ შენობას რომელიც მერიამ კეთილმოაწყო, ახლადანიშნული დირექტორი ამბობს, რომ ცენტრი ახალ მისამართზე წლის ბოლოს გადავა.  

ქუთაისის ტურსტულ–საინფორმაციო ცენტრი ააიპი ორგანიზაციად 8 ნოემბერს დაფუძნდა.

Print