ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ზამთრის არდადეგები 2017 წლის 14 იანვრამდე გაგრელდება. ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა სადაც, ამ დროისთვის 25 000-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება, საბავშვო ბაღებს, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ჯერ დადგენილი არ აქვთ თუ როდის დაითხოვენ  საბავშვო ბაღებიდან ბავშვებს.

Print