ახალი ამბები
ლადო მესხიშვილის თეატრში ორი პრემიერა გაიმართება
FaceBook
მესხიშვილის თეატრში, დეკემბერის თვეში ორი პრემიერა გაიმართება იუკიო მისიმას " კომატის საფლავის ქვა" და უილიამ გიბსონის "ორნი საქანელაზე".

პირველ სპექტაკლს რეჟისორები გივი სარჩიმელიძე და გიორგი სიხარულიძე წარმოადგენენ.

"გივი სარჩიმელიძე ქართული თეატრისთვის. მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამაგდარი მოღვაწე, რომელიც მიხეილ თუმანიშვილისა და სხვა თეატრალური მოღვაწეების გვერდით მოიხსენიება. იგი ამჟამად თბილისში იმყოფება. თუმცა, პრემიერისთვის აუცილებლად ჩამოვა", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა

" კომატის საფლავის ქვის" პრემიერა 14 დეკემბერს გაიმართება.

მეორე სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც ინგა აბულაძე-ასათიანი განახორციელებს, 29 დეკემბერს შედგება.

Print