ახალი ამბები
ქუთაისში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებულ ამერიკულ კუთხეში აშშ საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მორიგ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა. სალეჩოს წარმომადგენლებმა განმარტეს თუ რა მიმართულებებს მოიცავს საგრანტო პროგრამა და რა მოთხოვნებს უყენებს კონკურსში მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს. მიმართულებები კი მოიცავს მეწარმეობას (მეწარმეობისთვის ხელშემწყობო გარემოს შექმნა,საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება).

სამოქალაქო ჩართულობა (სამოქალაქო გაანთლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა , კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება და სხვა) და მასმედიის განვითარება (ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნებაა, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და ა.შ.)

"ჩვენი სურვილია მეტი ინფორამცია გავცეთ კონკურსის პირობების შესახებ, მოვისმინოთ შეკითხვები და გავცეთ განმარტებები, ამიტომ გვაქვს ასეთი ტიპის შეხვედრები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში", -აღნიშნა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა ნინო გოგუამ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტები მიიღება 2017 წლის 13 იანვრამდე.
Print