ახალი ამბები
ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონას ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა გოგონას ოჯახის წევრები კლინიკა "ბომონდის" ექიმის დასჯას ითხოვენ. საუბარია, იმ ექიმზე, რომელმაც 23  წლის ლანა მიქაბერიძეს საკეისრო კვეთა ჩაუტარა. ამ მოთხოვნით,  დღეს ოჯახის წევრებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესო აქცია მოაწყვეს.
მათი განამარტებით,  ამდრომდე უცნობია ექსპერტიზის პასუხები. გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა საკეისრო კვეთის შემდეგ 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო. რის შედეგადაც შიდა სისხლდენა. განუვითარდა და მომდევნო 4 საათიანი ოპერაცია ვეღარ გადაიტანა.

ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი, 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.

Print