ახალი ამბები
SMK-ში ორ დღიანი გაფიცვა დასრულდა - წყლის მიწოდება დღის ბოლოს აღდგება
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტის დირექტორის, ირაკლი ტურძელაძის განმარტებით, აბონენტებს წყლის მიწოდება დღის მოლოს აღუდგებათ. 

ტურძელაძე ერთი კვირის მანძილზე სასმელი წყლის შეწყვეტის მიზეზად SMK-ის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ ინცინდენტს უკავშირებს. რამდენიმე დღის წინ ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებმა კომპანიის თანამშრომლები სცემეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული.

"მომხდარი ინციდენტის გამო, კომპანიაში თანამშრომლები ორი დღე იყვნენ გაფიცულები, სანამ მოსახლეობისგან გარანტიები არ აიღეს და ხალხს პირობა არ დაადებინეს, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდება. გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს აღმოიფხვრა და უკვე კარგი ტემპით შეუდგენენ მუშაობას", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ირაკლი ტურძელაძე.



Print