ახალი ამბები
სტუდენტთა უფლებებს სტუდენტური ომბუდსმენი დაიცავს
FaceBook
სტუდენტთა უფლებებს, სტუდენტური ომბუდსმენი დაიცავს. მათი უფლებების დაცვა პროექტის "სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" ფარგლებში მოხდება.
ამის შესახებ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, უცხოელ პატრიონირებთან ერთად, შედგა.

"ეს არის "ერასმუსის"პროექტი, ევროკომიის მიერაა დაფინანსებული. მიზანი კი სტუდენთა ომბუდსმენის თანამდებობის შემოტანა და სტუდენტების უფლებების დაცვაა", - ამბობს აწსუს-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, დავით გეგეჭკორი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მოხდება უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, ხოლო ამის შემდეგ მოხდება უშუალოდ ამ პროექტის განხორციელება.

პროექტში  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, "ქართულ-ამერიკული" და "კავკასიის უნივერსიტეტები" მონაწილეობენ. კოორდინაციას კი,  წერეთლის უნივერსიტეტი  გაუწევს. სწორედ, ამ სასწავლებლების სტუდენეტებს შესაძლებლობა ექნებათ დაიცვან პროექტის ფარგლებში თავიანთი უფლებები.

როგორც შეხვედრაზე განმარტეს, ამ ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება მოხდება.

"სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" პროექტი უკვე უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, ავსტრიის, ფინეთის,ინგლისის, იტალიის, ბრიტანეთისა და პორტუგალიის წამყვანი უნივერსიტეტები ხორციელდება. 

Print