ახალი ამბები
ქუთაისის მერია ინტერნეტ მომსახურებისთვის 21 600 ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია ერთწლიანი ინტერენტემომსახურებისთვის 21 600 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულზე ტენდერი მიმდინარე წლის 1 დეკემბერს გამოაცხადა, სადაც დაინტერსებული მხარეების მიერ წინადადების მიღება 7 დეკემბრიდან დაიწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მერიის ადმინისტრაცულ შენობას ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტ მომსახურება 2017 წლის 1 იანვრიდან, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუწიოს.

მიმდინარე წელს, მერიას გასულ წელს გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, შპს "დელტა-ნეტი" უწევდა ინტრენეტ მომსახურებას.

Print