ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა
FaceBook
ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მუშა გარდაიცვალა.

გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით,  ელმავალი, რომელსაც მაღაროელი მართავდა ვაგონს შეჯახა, რა დროსაც მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. 
შემთხვევა, 3 დეკემბერს, ღამის 12 საათზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.


Print