ახალი ამბები
"შეუზღუდავ შესაძლებლობათა სამყარო" – ქუთაისში შშმ პირთა ფესტივალი ჩატარდა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ფესტივალი "შეუზღუდავ შესაძლებლობათა სამყარო" გაიმართა.

"დღეს ჩვენი დღეა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 3 დეკემბერს კი არ უნდა გამოვდიოდეთ, არამედ ჩვეულებრივად, როგორც სხვები, ისე უნდა ვიყოთ ჩართულნი მსგავს ღონისძიებებში. ჩვენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ", – ამბობს ფესტივალის მონაწილე, ნინო დავითულიანი.

მასში, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის, 40–მდე შშმ პირი მონაწილეობდა. ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მათ საჩუქრად 80 ლარის ოდენობის ელექტროტექნიკა გადაეცემათ.

"გარდა ამისა, კიდევ არიან მსურველი სპონსორები, რომლებიც მათ ინდივიდუალურად დაასაჩუქრებენ", - ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მანანა გვენეტაძე.

პროგრამა მოიცავს სპექტკალს შშმ პირების მონაწილეობით, შშმ და პროფესიონალი მომღერლების ინტეგრირებულ კონცერტს და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაა.












Print