ახალი ამბები
ქუთაისში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
FaceBook

ქუთაისის სპორტის სასახლეში, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის ფარიკაობის ტურნირი გაიხსნა.



შეჯიბრში მსოფლიოს ოთხი ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანის, სოხეთისა და ირანის 150–მდე მოფარიკავე მონაწიელეობს.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეჯიბრებები, რადგან ჩვენი სპორტსმენები გამოცდილებას იღებენ, ამკვიდრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ხელს უწყობენ სხვადასხვა ქვეყნებთან დამეგობრებას," - განაცხადა იმერეთის ფარიკაობის ფედარაციის პრეზიდენტმა, დავით მაღრაძემ.

საერთაშორისო ტურნირი ორდღიანია და ის მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დასრულდება.

გალაქტიონ ჩიქოვანი ფარიკაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გახლდათ. მის სახელს ქუთაისში პირველი ფარიკაობის სექციის ჩამოყალიბება უკავშირდება.

სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა. მასშიქალაქში მოქმედი სკოლები ჩაერთვებიან.

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში სპორტის 10–მდე სახეობაში ტურნირები მომავალი წლის ინვრიდან დაიწყება, ფინალური შეჯიბრებები კი 2017 წლის მაისში გაიმართება.

3 დეკემბერი მსოფლიოში სასკოლო ოლიმპიადების დღედ გამოცხადდა.


 

 

Print