ახალი ამბები
შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.


ინოვაციური სერვისი სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა და მომსახურების სააგენტომ დანერგა.

ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააჟღერა.

ის რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად, მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ," - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, სპეციალიზებული ავტომობილით, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ. მომავალში კი ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.

 





 

Print