ახალი ამბები
ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ადგილობრივებსა და თურქული კომპანია SMK-ს თანამშრომლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცემას ითვალისწინებს.

ქუთაისში ოთხი დღის წინ ასათიანის ქუჩაზე მოქალაქეებმა თურქული კომპანია SMK-ას ქუთაისის ოფისის თანამშრომლების ცემეს.

დაპირისპირების მიზეზი ასათიანის ქუჩაზე არსებული წყლის მილებისა და გზის საფარის გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.

თავად, კომპანიაში მომხდარზე კომენატრს არ აკეთებენ.

"ჩვენ, საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ დაქირავებული ვართ, ამიტომ მათ მიმართეთ", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს SMK-აში.

საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მოსახლეობასა და SMK-ს თანამშრომლებს შორის "რაღაც გაუგებრობა" იყო.

"მაგრამ, რა იყო გამომწვევი მიზეზი, ეს SMK-ს უნდა კითხოთ", - ამბობენ კომპანიაში ქუთაისიპოტთან საუბარში.



Print