ახალი ამბები
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
FaceBook
3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მისი მიზანი შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემაა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ 3 დეკემბერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს გამოცხადდა.

"17 მიზანი, რაც ჩვენ გვსურს" - ეს არის 2016 წლის 3 დეკემბრის შშმ პირების საერთაშორისო დღის თემა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიმუშავეს.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაერო-ს კონვენციის მიმართ პირველი ანგარიში 2016 წლის სექტემბერში წარადგინა.

გაერო-ს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP).


Print