ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლოდ ქუჩების გაფორმება დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში საახალწლოდ ქუჩების  გაფორმება დაიწყეს, რომელიც მიმდინარე წლის 25დეკემბრამდე დასრულდება.
ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში უკვე დამონტაჟებულია თეთრი ნაძვის ხეც.

მანათობელი ფიგურებისა და ნაძვის ხის რეაბილიტაციას, ასევე მათ მონტაჟსა და დემონტაჟს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "აღმდგენი" 78 102 ლარად ახორციელებს.

ამასთანავე, საახალწლოდ 145 ცალ სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის მანათობელი ფიგურის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 777 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, ქუთაისის მერია სადღესასაწაულო დღეებში ადგილობრივებს კულტურულ და გასართობ შოუ–პროგრამებსაც შესთავაზებს, რისთვისაც 74 600 ლარი დაიხარჯება.

ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია "საბავშვო ქალაქის" მოწყობაც.

ადგილობრივი თითმმართველობის მიერ ქუთაისში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მიმდინარე წელს 249 500 ლარია გამოყოფილი
Print