ახალი ამბები
შსს-მ 115 აბი "მეტადონის" შეძენა–შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, 1963 წელს დაბადებული ზ.ყ–ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი "მეტადონი" ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



Print