ახალი ამბები
ქუთაისის მერია სამშენებლო ნებართვებს ელექტრონულად გასცემს
FaceBook
ქუთაისის მერია მშენებლობაზე განაცხადებს ელექტრონულად მიიღებს და ნებართვებსაც ამ ფორმით გასცემს.


ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისის მერიის მიერ დანერგილ ელექტრონულ სისტემაზე გადადის, რაც მთლიანად ჩაანაცვლებს დოკუმენტურ ურთიერთობებს.

ნებისმიერ მსურველს მერიაში პროექტის წარდგენა my.kutaisi.gov.ge-ზე შეეძლება.

პროექტის ავტორებმა ნოვაცია ქუთაისში მოქმედ არქიტექტორებს გააცვნეს.

აქტიტექტორები მიიჩნევენ, რომ სისტემა საბოლოოდ გამორიცხავს მშენებლობაზე ნებართვების გაცემის მომენტში სუბიექტურ დამოკიდებულებას, რაც ამ დრომდე პრობლემა იყო.

"ეს სისტემა გამორიცხავს სუბიექტურ დამოკიდებულებას საქმისადმი, რაც პრაქტიკაში ხშირად ხდებოდა. ერთ საშუალო მოცულობის პროექტზეც კი მშენებლობის ნებართვის მისაღებად, პროექტს 10–15 ადამიანის ხელში უნდა გაევლო. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი სუბიეტქური დამოკიდებულება",–აცხადებს არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი.

არქიტექტურის სფეროს კიდევე ერთი წარმოამდგენელი გია ხუჯაძე კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტური შეცდომების დაშვება ქუთაისის მერიაში ამ დრომდე პრობლემაა.

"მე შემრცხვებოდა ზოგჯერ ისეთი პროექტები ეპარება ადგილობრივ თვითმმართველობას. როცა ერთპიროვნულად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივიცაა, რომ შეცდომა გაიპაროს, ან რაღაცეებზე თვალი დაიხუჭოს, თუმცა, მე არ ვაბობ, რომ ვინმე დამნაშავეა, ზოგჯერ შეიძლება არც კი იცოდეს ადამიანმა რაზე უნდა თქვას უარი ან პირიქით",–აცხადებს არქიტექტორი გია ხუჯაძე.

ქალაქის მერი შოთა მურღული თვლის, რომ ეს მიმართულება ერთ–ერთი პრობლემური სფერო იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს კი ამ სისტემის ათვისება მოუწევს.

"ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩება არქიტექტურის სამსახურში, ვინც ამ სისტემაში ვერ იმუშავებს. ჩვენ ამას საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შევიტანთ. ეს პროგრამა იქნება საჯარო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არქიტექტორებს მერიის შენობაშიც კი არ დასჭირდებათ მოსვლა",–განაცახდა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური ახალ პროგრამაზე 2017 წლიდან გადავა.

Print