ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.
Print