ახალი ამბები
ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლები სცემეს
FaceBook
თურქული კომპანია SMK-ას ქუთაისის ოფისის თანამშრომლები სცემეს. დაშავებულთა შორის თურქი ეროვნების პირებიც არიან, რომლებიც ამავე კომპანიაში არიან დასაქმებული.

შემთხვევა სამი დღის წინ, ასათიანის ქუჩაზე მოხდა.


ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყავნილი, დანარჩენი ოთხი კი, ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოწვეულ სხეულის დაზიანებებს, სახლში მკურნალობს.

დაპირისპირების მიზეზი ასათიანის ქუჩაზე არსებული წყლის მილების და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშები გახდა.

"კი იყო დაპირისპირება და ჩხუბი ნამდვილად. ერთი კვირა სასმელი წყალი რომ არ გვქონდა გაცოფებული იყო ხალხი. ამას ისიც დაემატა ახალჩადებული მილიდან წყალმაც გაჟონა. სამი დღის წინ კი ერთ-ერთ ადგილობრივს უთქვამს კომპანიის სამუშაოების დასათვალიერებლად მისული თანამშროლებისთვის მილიდან წყალი გამოდის, გაჩვენებთ და იქნებ რამე გვიშველეთო. კომპანიის წარმომადგენლები ამაზე გაბრაზებულან და ხმამაღლა დაუწყიათ საუბარი, რასაც მერე ფიზიკური დაპირისპრება მოჰყვა", - ჰყვება ასათიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის თანამშრომელი.

ქუთაისიპოსტი ინფორმაციის გადამოწმებას თავად თურულ კომპანიასთან შეეცადა. თუმცა, SMK-ში სატალეფონო ზარებს არ პასუხობენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ცემის ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

"ჩვენ რამდენადაც ვფლობთ ინფრომაციას, ეს იყო მოსახლოებასა და SMK-ს თანამშრომლებს შორის რაღაც გაუგებრობა, მაგრამ რა იყო გამომწვევი მიზეზი ეს SMK-ას უნდა კითხოთ", - განმარტავენ ქუთაისიპოტთან საუბარში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

SMK საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტარქტორი კომპანიაა, რომელიც ქუთაისში წყლის სარეაბილიტაციო სისტემის და 24 საათიანი წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი. ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობა გარკვეული პერიოდი  შეფერხებული იყო.

თურქული კომპანიის წინააღმდეგ, ქუთაისში წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს საპროტესტო აქციით გამოვიდნენ. ამის გარდა, თურქული კომპანიისგან ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ კომპენსაციას მოითხოვს.
Print