ახალი ამბები
ქუთაისში ფოტოკონკურსის "ილო" გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ფოტოკონკურსის "ილო" გრან–პრი ფოტოგრაფ, ირაკლი ბიგვავას გადაეცა.

"არ ველოდებოდი საპრიზო ადგილს. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტობის დროიდან მიმიღია, მაგრამ ეს პირველი გამარჯვება იყო", – ამბობს ირაკლი ბიგვავა.

ფოტოკონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გიორგი კაკიაშვილის ნამუშევარი გახდა, მეორე ადგილი ირაკლი შარაშიძეს ერგო, მესამე ადგილზე კი პაატა ნემსიწვერიძის ფოტო გავიდა.

ფოტოკონკურსი "ილო" ქუთაისში ყოველწლიურად იმართება. მისი ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია.

"ფოტოკონკურსის მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებაა", – ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, თამთა თურმანიძე.

კონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. მისი ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ.



ირაკლი ბიგვავას ფოტონამუშევარი


Print