ახალი ამბები
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
FaceBook
1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შიდსის მსოფლიო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.

მას მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ, შიდსის მსოფლიო დღისათვის, 2016 წელს ახალი კამპანია "ვემხრობი! შიდსის დამარცხებას" (Hands Up For! #HIV) დაიწყო.

მისი მიზანი აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირება და დაავადების დამარცხებისთვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებაა.

შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციები მოიცავს: მკურნალობას, პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, დისკრიმინაციას, თანასწორობას, თემის ჩართულობას, ინვესტიციას, ხელმისაწვდომობას, ზიანის შემცირებას, უფლებას ჯანმრთელობაზე, განათლებას.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, შიდსით ინფიცირების 6038 შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთა შორის 4486 მამაკაცია, ხოლო 1552 ქალი.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცველი სქესობრივი კავშირები (52.4%).

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2,058 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 809 შემთხვევით, იმერეთი 780 შეთხვევით და აჭარა 695 შემთხვევით.

საქართველოში 2015 წლიდან აივ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება.

Print