ახალი ამბები
ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა
FaceBook
საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფში, "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას  სახელობის სტადიონზე გაიმართა.

პირველი გოლი თერთმეტრიანი დარტყმით "ტორპედოელმა" შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გიორგი ქიმაძემ.

ანგარიში ერთქულიან სხვაობამდე შეამცირა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელმა თეიმურაზ შონიამ.

უმაღლესი ლიგის გათამაშების ბოლო ორი მატჩიდან "ტორპედომ" "გურიას" 5:0 მოუგო, "ცხივნალთან" კი ანგარიშთ 1:2 წააგო.

მომდევნო მატჩს მიმდინარე წლის 4 დეკემბერს "ტორპედო" კვლავ ბათუმის "დინამოსთან" ჩაატარებს.

მიმდინარე წლის 22 ნომებერს, ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" დაამარცხა და დავთ ყიფიანის თასის მფლობელი მესამედ გახდა.

Print