ახალი ამბები
ხონში ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
FaceBook
ხონში ავტოსაზგაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი "მერსედესის" მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.

"ავარიის შედეგად მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიდი სისწრაფით მოდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დაამუხრუჭა და მანქანა მოუცურდა, რადგან გზა სველი იყო," - აცხადებს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ დარღვევად გაფორმდა.

Print
თეგები: #ხონი #ავარია