ახალი ამბები
"საიას" ქუთაისის ფილიალში NGO ორგანიზაციების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
FaceBook
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა.


NGO სექტორის წარმომადგენლებმა მიმიდნარე თვეში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგემზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს და გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს.

"საიას" ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორის, ნოდარ ჯიქიას თქმით, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ობიექტურობის მზაობა.

"არჩევნებმა ერთი სამწუხარო ტენდენცია აჩვენა – რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიერ შეტანილ სარჩელებზე სასამართლოც და საარჩევნო ადმინისტრაციაც ობიექტურად კი არ რეაგირებდნენ, არამედ, ცდილობდნენ "გაეპრავებინათ" უკვე მომხდარი ფაქტები", – განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

NGO სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში დღემდე არსებულ პრობლემებზე.

"სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, თეონა გოგიშვილის თქმით, ბევრი პროექტის განხორციელებისა და საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობა, რაც განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდა არჩევნების დღეს, როცა კენჭისყრის შენობაში არ არსებობდა ადაპტირებული სველი წერტილები, რამაც შშმ პირებისთვის რეალური პრობლემები შექმნა.

ქუთაისში მოქმედ NGO სექტორის წარმომადგენელთა მომავალი თვის შემაჯამებელ შეხვედრას, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს "სამართლიანი არჩევნები" უმასპინძლებს.

Print