ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში კოლხეთის დაბლობზე და შავი ზღვის სანაპირო ზოლში დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.


სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი 2016 წლის 30 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გაუარესდება.

მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში კი თოვლის მოსვლას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, ცივი ამინდები საქართველოში 3 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

 

Print