ახალი ამბები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება
FaceBook
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტის ინიციატივით, 2017 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები 10-%-ით მცირდება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ცვლილებები ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში შეეხება, მნიშვნელოვნად კი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების დაფინანსება შემცირდება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან აღმასრულებელს გადაეგზავნა და განხილვის პროცესშია.

"პრეზენტაციაზე გაიგებთ ადმინისტაციული ხარჯები რამდენით შემცირდება," - განმარტავენ მერიაში.

თვითმმარველობაში აცხადებენ, რომ ბოლო ორ წელიწადში ადმინისტრაციული ხარჯები 1,5 მილიონი ლარით შემცირდა.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 25 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე იგეგმებოდა. მერიაში განმარტავენ, რომ მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.



Print